SEO ოპტიმიზაცია
ციფრულ ეკოსისტემაში ვებგვერდის წარმატება პირდაპირაა დამოკიდებული საძიებო სისტემებში მის ხილვადობაზე. მთავარი მიზანია Google-ის მოწინავე პოზიციების დაკავება, რაც მუდმივად მზარდი ტრაფიკისა და სტაბილური უკუგების (ROI) წინაპირობაა.
რატომ არის SEO ოპტიმიზაცია ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?
მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა სასურველი პროდუქტის ან სერვისის ძიებისას მხოლოდ პირველ გვერდზე წარმოდგენილ შედეგებს ეცნობა. შესაბამისად, თუ ბიზნესი არ ჩანს მოწინავე პოზიციებზე, პოტენციური დამკვეთები პირდაპირ კონკურენტებთან მიდიან.
სწორად დანერგილი SEO სტრატეგია და მისი თანმიმდევრული იმპლემენტაცია იძლევა საშუალებას:
შემცირდეს მარკეტინგული ხარჯები
- ორგანული ტრაფიკი გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით ხარჯთეფექტიანია, ვიდრე ფასიანი რეკლამა.
გაიზარდოს ბრენდის ნდობა
როგორც წესი მომხმარებლები მეტად ენდობიან იმ კომპანიებს, რომლებსაც Google სანდოდ მიიჩნევს და პირველ გვერდზე აჩვენებს.
გაიზარდოს გაყიდვები
- ვებსაიტზე გადმოდის მიზნობრივი აუდიტორია, რომელიც უკვე ეძებს კონკრეტულ პროდუქტს, რაც ზრდის კონვერსიის მაჩვენებელს.
რას მოიცავს SEO მომსახურება?
ვებგვერდის საუკეთესო შედეგების მისაღწევად და შესანარჩუნებლად გამოიყენება კომპლექსური მიდგომა:
სტრატეგია და კვლევა
ნებისმიერი წარმატებული კამპანია ანალიზით იწყება. ამ ეტაპზე ტარდება ბაზრისა და კონკურენტების სიღრმისეული ანალიზი და ფორმირდება იმ საკვანძო სიტყვების სია, რომლებსაც მაღალი კომერციული პოტენციალი აქვთ.
ტექნიკური SEO (ვებსაიტის საძირკველი)
საუკეთესო კონტენტიც კი უხილავი დარჩება, თუ საძიებო სისტემის ბოტები ვებსაიტის სტრუქტურას სწორად ვერ აღიქვამენ. ამ ეტაპზე ტარდება დეტალური ტექნიკური SEO აუდიტი და ვლინდება ტექნიკური გამოწვევების სია. შემდეგ კი ეტაპობრივად უმჯობესდება ვებსაიტის სტრუქტურა და დეველოპერებთან აქტიური კომუნიკაციით აღმოიფხვრება ტექნიკური პრობლემები.
On-Page ოპტიმიზაცია (ის, რაც ვებსაიტზე ჩანს)
აუცილებელია, რომ ვებსაიტის თითოეული გვერდი ზუსტად პასუხობდეს მომხმარებლის მოთხოვნებს. პროცესი მოიცავს მეტა-მონაცემების (სათაურები, აღწერები) მოწესრიგებას, შიდა გადალინკვის სტრუქტურის გამართვასა და საძიებო სისტემებზე მორგებული SEO ოპტიმიზებული კონტენტის შექმნას.
Off-Page სტრატეგია (ციფრული ავტორიტეტი)
საძიებო სისტემებისთვის მნიშვნელოვანია, რას ამბობენ სხვა პლატფორმები თქვენს ვებსაიტზე. Off-page SEO კამპანიის დროს იდენტიფიცირდება ყველა მაღალრეიტინგული და სანდო პლატფორმა, რომლიდანაც ბექლინკის მიღება ვებსაიტის ავტორიტეტზე დადებითად აისახება. პარალელურა კი იფილტრება დომენისთვის ზიანის მომტანი სპამ-ბმულები.
ლოკალური SEO (ადგილობრივი ძიება)
თუ ბიზნესი ფიზიკურ ლოკაციაზეა დამოკიდებული, "Google Business Profile"-ს სრული ოპტიმიზაცია უტარდება. ეს ეხმარება კომპანიას, მოიზიდოს ის მომხმარებლები, რომლებიც სერვისს კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ეძებენ.
გამჭვირვალე პროცესი და ანალიტიკა
მომსახურების პროცესი სრულად გამჭვირვალეა. რეპორტში წარმოდგენილია თუ კონკრეტულად რა სამუშაოები სრულდება პერიოდის სამიზნე პერიოდის განმავლობაში. დამკვეთს ექნება ინფორმაცია:
• ჩატარებული სამუშაოებისა და შედეგების შესახებ.
•სამოქმედო გეგმისა და საინტერესო მიგნებების შესახებ.
შეიტყვეთ ვებგვერდის რეალური ციფრული პოტენციალი
ავტომატიზირებული პროგრამებით ჩატარებული ზედაპირული შემოწმება ხშირად ვერ ფარავს მთავარ პრობლემებს. რეალური სურათის დასანახად კი პროფესიონალური ხედვაა საჭირო.
მიიღეთ პირველადი SEO აუდიტი უფასოდ, გაიგეთ ზუსტად რა აფერხებს ვებსაიტს დაიკავოს მოწინავე პოზიციები და დაიწყეთ სწორი პოზიციონირება ციფრულ სამყაროში.
SEO მომსახურება ”ალპაკას” მხარდაჭერით
ჩვენი შექმნილი
პროექტების შესახებ.
დასრულებული პროექტი
ყოველთვიური აქტიური მომხმარებლები
ქვეყანაში გაშვება
პროექტის დასრულების საშუალო დრო
ელ.კომერციის შემოსავალი
ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ
ციფრულ სფეროებში მუშაობა
გუნდი
თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენი გუნდი შეიმუშავებს და ავითარებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხილული, ხელმისაწვდომი და გავლენიანია, რაც მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა.
მომხმარებლის გამოცდილება
გამოყენებადობასა და ურთიერთქმედებაზე ფოკუსირებული, ჩვენ ვქმნით მომხმარებლის უწყვეტ გამოცდილებას, რომელიც ინარჩუნებს ვიზიტორებს ჩართულობას და იწვევს კონვერტაციებს.